რას გულისხმობს პრემიერის მოწოდება აფხაზეთსა და ოსებთან დიალოგის გაძლიერებაზე? ამ თემაზე გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციაულური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე საუბრობს.
,,გულისხმობს იმას, რაც წერია. არაფერი მალული ან შენიღბული ამ მიმართვაში, ან ჩვენს პოლიტიკაში არ არის. რაც შეეხება აფხაზეთსა და ოსებთან სახალხო დიპლომატიას, მას ამ პროცესში თავისი ადგილი და ფუნქცია აქვსმ ხოლო სახელმწიფო სტრატეგია კიდევ არაერთ სხვა მიმართულებას გულისხმობს. აქ არანაირი წინააღმდეგობა არ არის. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველომ ეს რთული დიალოგი არ უნდა შეწყვიტოს. კვლავ დავესესხები ბატონ იან კელის, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას 15 მარტს დაადასტურა ვაშინგტონის ცნობილი პოზიცია, რომ რუსეთთან საქართველოს დიალოგი აუცილებელია.“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.