"გამოდის, რომ სათხილამურო კირორტებზე თუ მივიღეთ სხეულის დაზიანება, საკუთარი თავი უნდა დავიდანაშაულოთ.." - გუდაურში გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედა

14:39 03-19-2018
130

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გუდაურში გარდაცვლილი სალომე ტატიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

პროცესის დაწყებამდე, გარდაცვლილის დედამ, ნინო ჟვანიამ ჟურბალისტებს განუცხადა, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი უსამართლოა და იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო განაჩენს შეცვლის.

მეორე ინსტანციამ აუცილებლად უნდა შეცვალოს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული განაჩენი. ეს არის ფაქტობრივად გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის დეკრინალიზაცია. ფაქტობრივად მოსამართლე გვეუბნება, რომ სათხილამურო კირორტებზე თუ მივიღეთ სხეულის დაზიანება, ან თუ ადამიანი სხვისი უპასუხისმგებლო და დაუდევარი საქციელის გამო გარდაიცვლება, საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს. ეს არის სწორედ საგანგაშო“, -  განუცხადა ჟურნალისტებს ჟვანიამ.

რაც შეეხება ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანის  წასვლის ამბავს, ტატიშვილის დედის თქმით, ამის შესახებ მანაც სატელევიზიო სიუჟეტებით შეიტყო.

12 წლის სალომე ტატიშვილი 2016 წლის იანვარში გუდაურში, სრიალისას, თხილამურებზე მდგომი ლიპარტელიანის დაჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობდა.

გარდაცვლილი სალომე ტატიშვილის ოჯახის ინტერესებს საია იცავს.

 

 

ნინო რაზმაძე