„ჯერ ქალს არ შეუვიწროვებივარ, პირიქით, სულ მაფართოვებენ და მაფართოვებენ“ - ანრი ბიბინეიშვილი - Exclusive

14:45 03-19-2018
572

უფლებადამცველ ზვიად დევდარიანის გარშემო ატეხილი სკანდალის ფონზე აქტუალური გახდა თემა სექსუალური ძალადობა. ჩვენ ცნობილი სახეები გამოვკითხეთ ამ თემასთან დაკავშირებით.

ანრი ბიბინეიშვილი (მსახიობი):

- ასეთი ადამიანები საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბორდის წევრობაზე კი არა, პირდაპირ ციხეში უნდა გაუშვა. თუ ეს ყველაფერი დადასტურდა და სასამართლომ დაზარალებულთა სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი, სამაგალითოდ, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ნებისმიერმა ადამიანმა უნდა აგოს ამაზე პასუხი, მითუმეტეს უფლებადამცველმა. ეს ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა, ქალისთვისაც და კაცისთვისაც. მაგარი სირცხვილია სექსუალურ ძალადლადობაში ბრალდებული რომ ხარ. მაგრად ტეხავს!

- თავად თუ ყოფილხარ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი?

- მე არც ტანი მაქვს შესაბამისი, არც ფეხი, არც სიმპატიური ვარ, რომ ქალები თავზე მეხვეოდენენ და სამსახურის სანაცვლოდ სექსს მთავაზობდნენ. რას მეკითხები (იცინის)?!

- მამაკაცებისგანაც მომისმენია მსგავსი ბრალდებები, რატომ მიპროტესტებ შეკითხვას?

- რა გითრა, მე ჯერ ქალს არ შეუვიწროვებივარ, პირიქით, სულ მაფართოვებენ და მაფართოვებენ (იცინის)

- მამაკაცს?

- არც მამაკაცს. ეს რომ მამაკაცისგან მეგრძნო, სახელის შეცვლაზე დავფიქრდებოდი. ანა ბელა გავხდებოდი (იცინის).

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი