თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, კუს ტბის საბაგირო 20 მარტს მგზავრებს ვერ მოემსახურება.
'საბაგიროს მუშაობის შეჩერების მიზეზია გეგმიური ტექნიკური შემოწმებისა და ინსპექტირების პროცესი. საბაგირო მუშაობას 21 მარტს, 08:00 საათიდან განაახლებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის, - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.