სელენა გომესი ჯასტინ ბიბერთან დაშორების შემდეგ ავსტრალიაში გაემგზავრა

15:58 03-19-2018
264

რამდენიმე დღის წინ, სელენა გომესი, ავსტრალიაში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც მსახიობი, ჯასტინ ბიბერს დაშორდა, პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. სანდო წყაროს ინფორმაციით, სელენა სიდნეიში, ჰილსონგის ტაძრის კონფერენციაზეა მიწვეული, რომლის წევრი, როგორც ცნობილია, ჯასტინ ბიბერიც არის.

კონფერენციის დაწყების თარიღი, 19 მარტია და 21 მარტამდე გაგრძელდება.

მანამდე კი, მსახიობი პაპარაცებმა, მეგობრებთან ერთად, იახტაზე დააფიქსირეს. 

ჟურნალ Us Weekly-ის ინფორმაციით, სელენა და ჯასტინი, რამდენიმე დღის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. დაშორების მიზეზი, სელენას დედა გახდა - მენდი ტიფი, რომელიც ჯასტინთან ურთიერთობის, სასტიკი წინააღმდეგია.

ამ ეტაპზე, სელენამ და ჯასტინმა, გომესის დედის გამო, დროებით, დაშორება გადაწყვიტეს. სელენა, ბევრჯერ ეცადა, დაერწმუნებინა მისი ოჯახი, რომ ჯასტინი, შეიცვალა, მაგრამ ვერ მოეხერხა. მენდი, დღემდე განიცდის და ვერ ივიწყებს, სელენას ჯანმრთელობის მდგომარეობას, როცა რამდენიმე წლის წინ, დაშორდა ჯასტინს - მან დიდი სტრესი გადაიტანა, რასაც თან ერთვოდა, ფსიქიკური აშლილობა. ჯასტინმა და სელენამ გადაწყვიტეს, რომ ოჯახის წევრებს, მოსაფიქრებლად, დრო მისცენ. ეს,  სამუდამო დაშორება, არ არის - ამბობს სანდო წყარო.     

  

ავტორი: რუსა ღვანიძე