„სანამ ხმას აიმაღლებდეს მედია და ასეთი ადამიანების ოჯახს მოუშუშებელ ტრავმას მიაყენებდეს...“ - თამარ ივერი - exclusive

13:32 03-20-2018
695

უფლებადამცველ, ზვიად დევდარიანის გარშემო ატეხილმა სკანდალმა კიდევ ერთხელ წამოწია წინა პლანზე თემა - სექსუალური შევიწროვება. ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ამ თემასთან დაკავშირებით.

თამარ ივერი:

- თამარ,  სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებით დღეს ბევრს საუბრობენ. როგორ ფიქრობთ, უნდა ისჯებოდეს თუ არა კანონით ასეთი ფაქტები.

- სამწუხაროდ, ინფორმაცია არ მაქვს ამ თემაზე. ეს ძალიან სენსიტიური და დელიკატური თემაა და აქ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. ამ ადამიანების უკან მითი მოსიყვარულე ოჯახები და შვილები არიან. ხშირად მცირეწლოვანნიც. სანამ ხმას აიმაღლებდეს მედია და ასეთი ადამიანების ოჯახს მოუშუშებელ ტრავმას და ტკივილს მიაყენებდეს, ბრალდების ფაქტები უნდა ედოს წინ, „დაზარალებული“ ქალბატონის მიერ განმტკიცებული აუდიო-ვიდეო, სატელეფონო თუ სმს შეტყობინებების სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ცარიელი სიტყვებით მე არ  ჩავთვლი განცხადებებს სერიოზულად, რადგან დღეს ბევრი ქალბატონი ან პირადი წყენის მოტივით ავანტიურისტობს, ან გარკვეული ძალები ავალებენ მას „მოძალადე“ ჩინოვნიკის კარიერის დალაქავებას თუ გაფუჭებას და ასეთი შეთქმულების  ფაქტებიც ბევრია. ასევე გასათვალისწინებელია თავად ქალბატონის პიროვნების სერიოზულობაც. რამდენად შემჩნეულია ის  წარსულში სკანდალურობასა და პიარ ტრიუკებში და ა.შ

და თუკი ძალადობა მართლაც სერიოზულია და  ზემოთაღნიშნულ ფაქტებზეა  დამყარებული, მაშინ, რა თქმა უნდა, მიუხედავად თანამდებობისა თუ საზოგადებრივი მდგომარეობისა, პიროვნება მკაცრად უნდა დაისაჯოს! აქ ორი აზრი არ არსებობს!

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი