ლეილა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება. მსახიობი დიღომში წმინდა ლაზარეს სახელობის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. ამის შესახებ ქალბატონი ლეილას რძალმა უთხრა „პრაიმტაიმს“. „პერიოდულად არის კონტაქტური, მაგრამ გუშინ არ იყო. მძიმე პაციენტად რჩება“ - გვითხრა ქალბატონმა ქეთინომ.