რამდენიმე დღის წინ, პოსტკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ, აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს, საზოგადოების მხრიდან, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ, ისრაელში მოვიდა, აჭარაში უნდა მოსულიყო, ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, ყველა ხე ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილიო.
განცხადება, რომელიც ეხებოდა, გაბუნის მხრიდან, კონკრეტული პირების, რელიგიური გრძნობების შელახვას, რუსთავი - 2ის ეთიკის საბჭომ, განიხილა და გიორგი გაბუნიას, საყვედური გამოუცხადა, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა, ლახავდა, იესო ქრისტეს მორწმუნეთა, პირად რელიგიურ გრძნობებს.
კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი გვარამიას სიუჟეტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
საქმე, ნამდვილად არ არის, არც გაბუნიას ბრიყვულ შედარებაში, არც TV-რუსთავში.
მინდა შეგახსენოთ, ზოგადად, რაც შეეხება, წმინდა ინკვიზიციას: - პროცესის დროს ეჭვმიტანილის, ან ბრალდებულის მიმართ, ერთ-ერთი უმთავრესი შეკითხვა იყო ხოლმე, ხომ არ იმკრეხელა, უფალი იესო ქრისტეს მიმართ.
და თუკი გამოჩნდებოდა მოწმე, დაიწყებოდა, ესპანურ ფეხსაცმელში ბრალდებულის ტერფის, ჩადგმა-დამუშავება, შემდეგ ფრჩხილების დაძრობა, ბოლოს, გამორიცხული არ იყო არც კოცონი. ლოგიკა, ასეთი დიდებული იყო: - უმჯობესია, ამქვეყნად დაიტანჯოს, ვიდრე იმქვეყნდად, გეენიაში შთავარდეს. სხვები, უფრო სასტიკნი, ალბათ იტყოდნენ: - დაე იწვოდეს ორივე სოფელში.
ამ ყოველივეს, იმდენი საერთო აქვს ქრისტიანობასთან, რამდენიც ვირს, არისტოტელეს ფილოსოფიასთან.
ზუსტად ასე და არა სხვანაირად, შეეცდება, საქართველოში შემოიჭრეს პუტინური ბანდიტურ-ექსკაგებისტური ბარბაროსობა, რასაც მოყვება, ქართული სახელმწიფოებრიობის წაშლა და მისი 6 სექტორად შეთრევა, რუსეთის იმპერიაში, უფრო საშინელი ფორმით, განახლებულში, ვიდრე ოდესმე.
ფხიზლად იყავით. უკანასკნელ დღეებში, აქამდე ყველაზე მძიმე და კრიტიკულ ზონაში, გადავედით. ველოდოთ, ჩანერგილთა ან გავლენის გამტართა, გააქტიურებას, სხვადასხვა ფრონტებზე. რომელმან სძლოს, საზღაური დიდი მიიღოს - გვაფრთხილებს ისევ უფალი, აპოკალიპტიკოსი იოანეს პირით - წერს კონსტანტინე გამსახურდია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიას მიმართ, წაყენებულ ბრალდებებს,რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გაბუნიას განცხადება, სრულიად ჯდება, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაში და თუ საჭიროდ ჩათვლის, თვითონ დააფიქსირებს, საკუთარ პოზიციას.