"რუსეთს უნდა ელაპარაკო დეოკუპაციაზე, სხვა სალაპარაკო არ გვაქვს..." - თენგიზ ფხალაძე

20:20 03-20-2018
95

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებზე კი არ უნდა გაამახვილოს ყურადღება, ზოგადად რუსეთის მიერ ოკუპაციაზე.

ამის შესახებ ფხალაძემ "იბერიას" თოქშოუში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა.

"არ შეიძლება თავისუფალი ქვეყანა დაისაჯოს იმისთვის, რომ უნდა იყოს თავისუფალი. რუსეთს უნდა ელაპარაკო დეოკუპაციაზე, სხვა სალაპარაკო არ გვაქვს", - განაცხადა ფხალაძემ. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე