არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება და შემდეგ გადაეცემა ოჯახს

21:11 03-20-2018
1677

ოკუპირეულ ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა თბილისში, ლევან სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდება და შემდეგ, რამდენიმე საათში გადაეცემა ოჯახს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ერგნეთში, ე.წ. საზღვართან გენერალური ინსპექციის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილიმა განუცხადა.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ „წითელ ჯვარს“ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ გადასცა.

ცხინვალის დეფაქტო გენპროკურატურის ინფორმაციით, ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან ერთად, დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნაც გადაეცემა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე