სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან მომხდარ ფაქტს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ეხმაურება და ამბობს, რომ აბსოლუტურად ადეკვატური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება და რაც მთავარია, ოპერატიული.
„რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჟურნალისტის ფრაზა, ძალადობა პრაქტიკულად იმ ჟურნალისტის გამართლებაა, რომელსაც ებრძვი. ამაზე ოდნავ მაინც რომ დაფიქრდეს ადამიანი კარგია, მაგრამ თუ არ დაფიქრდება და არც გული, გონება უკარნახებს, იქ უკვე სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა უკარნახოს როგორ ჯობია მოქცევა. აბსოლუტურად ადეკვატური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება და რაც მთავარია, ოპერატიული. ანუ ამ კონფლიქტს არ მისცა გაღვივების საშუალება. საზოგადოებაშიც პოზიტიური დამოკიდებულებაა სამინისტროს მოქმედების მიმართ“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.