რამაზ საყვარელიძე: მოძალადე სხვას რომ ადანაშაულებს ძალადობაში, ცდილობს თავი დაიცვას მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან

14:55 03-21-2018
242

"ქართული მარშის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სანდრო ბრეგაძე სამართალდამცველებმა ფიზიკური დაზიანება მიაყენეს, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ეხმაურება და ამბობს, რომ დღეს, როდესაც პოლიციის მიმართ ნდობის ხარისხი მაღალი არ არის, ყოველთვისაა იმის მცდელობა, რომ მისი დისკრედიტაცია მოხდეს.

„ჩვენს პირობებში, როდესაც პოლიციის მიმართ ნდობის ხარისხი მაღალი არ არის და ამას შინაგან საქმეთა მინისტრიც ამბობს, რომ ეს ნდობა მოსაპოვებელია, ყოველთვის არის იმის მცდელობა, რომ მსგავსი განცხადებებით პოლიციის დისკრედიტაცია მოხდეს და გარკვეული ხარისხით თავი დაიცვან მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან.

იმედია, საპასუხო ინფორმაციის გავრცელება, რომელიც დღეს გაკეთდა, ნელ-ნელა ჩააქრობს ამ ტენდენციას, რაც ძალიან ხშირად გვხვდება საქართველოში. მოძალადე სხვას რომ ადანაშაულებს ძალადობაში, ამითი თითქოს მისი გამართლება ხდება“, - აცხადებს საყვარელიძე.