ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საცხოვრებელ სახლთან მოკლეს, თვითმხილველიც დაიჭრა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ადგილზე მისულმა, ნუგზარ კახიძის რძალმა, თამარ გამყრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დაჭრილი ბიზნესმენის დამხმარე ქალია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცლხეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც პრაიმტაიმმა გაარკვია, დაჭრილი სასწრაფო -სამედიცინო დახამრების ბრიგადამ მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ წუთებში კი პოლიცია გარდაცვლილის მეზობლებს კითხავს.
როგორც პრაიმტაიმს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.