ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, მოკლული ბიზნესმენის მეზობლები ამბობენ, რომ თავდამსხმელი, რომელმაც ნუგზარ კახიძეს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლად გაეცნო, კარის გაღების შემდეგ კი 7 ტყვია ესროლა,.
ცნობილი გახდა ისიც, რომ თავდასხმის შედეგად დაჭრილია ბიზნესმენის დამხამრე ქალბატონი, რომელიც მე-9 საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენს 30 წლამდე მამაკაცმა ესროლა.
ამ წუთებში კი პოლიცია გარდაცვლილის მეზობლებს კითხავს.
როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.