მოკლული ბიზნესმენის ოჯახის წევრები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ (ვიდეო)

17:29 03-21-2018
1531

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, მოკლული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის ოჯახის წევრები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. 

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, მოკლული ბიზნესმენის მეზობლები ამბობენ, რომ თავდამსხმელი, რომელმაც ნუგზარ კახიძეს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლად გაეცნო, კარის გაღების შემდეგ კი 7 ტყვია ესროლა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ თავდასხმის შედეგად დაჭრილია ბიზნესმენის დამხამრე ქალბატონი, რომელიც მე-9 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენს 30 წლამდე მამაკაცმა ესროლა. 

ამ წუთებში კი პოლიცია გარდაცვლილის მეზობლებს კითხავს. 

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.



ავტორი: ლილუ მიროტაძე