მამუკა გამყრელიძე: "მძახალი მომიკლეს საკუთარ ბინაში"

19:10 03-21-2018
2119

მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საკუთარ სახლში მოკლული ბიზნესმენი, ნუგზარ კახიძე მისი მახალია. 

მძახალი მომიკლეს. საკუთარ ბინაში, დაქირავებულმა მკვლელმა, შვიდი ტყვია ესროლა. ვეკიდებით გაგებით. ბატონ ბიძინასაც დღეგრძელობას ვუსურვებ- წერს გამყრელიძე. 

შეგახსენებთ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.