შიდა საუბრებში ექსპერტებმა არ ურჩიეს ოჯახის წევრებს დაათვალიერონ ტატუნაშვილის სხეული, რადგან მათ წინაშე მძიმე სურათი წარდგება - ამის შესახებ მოძრაობა ძალა ერთობაშია ლიდერმა, დავით ქაცარავამ გადაცემაში თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად განაცხადა.
გეტყვით, რომ შიდა საუბრებში ექსპერტებმა არ ურჩიეს ოჯახის წევრებს დაათვალიერონ მისი სხეული,რამდენ იმდენად მძიმე სურათი წარდგება მათ თვალწინ დათვალიერებისას. შესაბამისად, მე თავს ავარიდებ იმ მეთოდებზე საუბარს, რა მეთოდებითაც აწამეს არჩილ ტატუნაშვილი. ფაქტია, რომ იგი არის მოკლული წამების შედეგად და ეს კვლავ ადასტურებს თუ ვისთან გვაქვს ჩვენ საქმე, რაოდენ მძიმე მკვლელთან და ტერორისტულ რეჟიმთნა გვაქვს დღეს ჩვენ ურთიერთობა, რომელთანაც მიდის უკვე წლების განმავლობაში არ გაღიზიანების პოლიტიკა- განაცხადა ქაცარავამ.