თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მერია კიდევ ერთი ქუჩის - წერეთლის გამზირის გაცალმხრივებას გეგმავს.
"ვინც გაავრცელა ეს ინფორმაცია, იქნებ ჩვენც გაგვიზიაროს. ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ. წერეთლის გამზირის გაცალმხრივება ნამდვილად არ იგეგმება, თუმცა გვაქვს ძალიან ბევრი მოსაზრებები, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტული ხაზების მოწყობასთან დაკავშირებით, მათშორის, ისეთ დიდ გამზირზე, როგორიც არის წერეთლსი გამზირი", - განაცხადა ბითაძემ.