"ჯოჯოხეთი ხდება ამ სახლში" - ოჯახის ერთადერთმა ჯანმრთელმა წევრმა თავი მოიკლა

12:49 03-22-2018
3404

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სოციალური მედიის მენეჯერი, აკა სინჯიკაშვილი, სოციალურ ქსელში ყვარელში მცხოვრები ოჯახის გაუსაძლის პირობებზე წერს.

როგორც სინჯიკაშვილი ამბობს, ოჯახი, რომელიც ამჟამად ოთხი წევრისგან შედგება, შიმშილის ზღვარზეა და წამლები და საკვები ესაჭიროებათ. 

"სასწრაფოდ ყურადღება რა!!!!! ჯოჯოხეთი ხდება ამ სახლში, ოთხივე წევრი ავადმყოფია, ცოლ-ქმარი, მათი შვილი და შვილიშვილი. სასწრაფოდ სჭირდებათ წამლები და საჭმელი პირველ რიგში. ოჯახის მეხუთე და ერთადერთმა ჯანმრთელმა წევრმა თავი მოიკლა. დანარჩენები შიმშილის ზღვარზე არიან. მამა საწოლში წევს ოთხი წელია, არ შეუძლია ლაპარაკი, მოძრაობა და ამდენივე ხანია,უშედეგოდ ელოდება დაპირებულ ეტლს გამგეობისგან. ის კი არა, მუდმივ პირადობის მოწმობასაც აღარ აძლევენ. იქნებ ვინმეს გქონდეთ ეტლი, მზის დანახვა ენატრებაო, გარეთ არ გამოსულა ტრაგედიის შემდეგ :// მომწერეთ, მოვალთ და წავუღებთ.ასეთი საშინელება იშვიათად მინახავს და მომეხმარეთ რა, რაღაცა ვუშველოთ :// სჭირდებათ წამლები - 

დოპროკინი, ქსინოკარდი,კაპტოპრილი,დიგოქსინი -25 მ, კორვალოლი,ენაპაში- 25მ, ტრიდატფორტე, ტრუქსალი - 50მ, 25მ, ფილეფსინი,ნალგეზინი. ცხოვრობენ ყვარლის რაიონში, სოფელ - ახალსოფელში. ზეგ წავალთ და წავუღებთ ყველაფერს. ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე - 

ანგარიშის ნომერი: 

საქართველოს ბანკი

GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი

GE90TB7603845061100016

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით", - წერს აკა სინჯიკაშვილი. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე