ნოე სულაბერიძის ბოდიში დედას - რატომ არ გავიდა „პრაიმ შოუ“ეთერში - (ვიდეო)

14:11 03-22-2018
4004

გუშინ გადაცემა „პრაიმ შოუ“ ეთერში არ გავიდა. ამის მიზეზი გადაცემის პროდიუსერის ნოე სულაბერიძის დედის გარდაცვალება გახლდათ. 3 მარტისთვის მომზადებულ „პრაიმ შოუში“ ნოემ, როგორც გადაცემის თითოეულმა წამყვანმა, დედაზე ისაუბრა, თუმცა სხვა წამყვანებისგან განსხვავებით ნოეს დედა გადაცემაში არ ყოფილა. „დედა ერთდროულად ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემას ებრძვის“, თქვა ნოემ გადაცემაში და აქვე დააიმედა დედა, რომ კიდევ ბევრჯერ მოუწევდა შვილთან დარეკვა და შენიშვნების მიცემა. 

გთავაზობთ გადაცემის იმ ამაღელვებელ ნაწილს, სადაც ნოე დედას, კომპოზიტორ ლილი შავერზაშვილს მიმართავს.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი