ქართული მარშის დაკარგული წევრი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გამოჩნდა. ამის შესახებ პრაიმტაიმს ქართული მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა.
მისი თქმით, როგორც აღმოჩნდა, ოლეგ განგაძე დაკითხვაე ჰყავდათ მთელი დღის განმავლობაში.
დაკარგული იყო მმთელი დღის განამვლობაში. მერე გაირკვა, რომ დაკითხვაზე ჰყავდათ. დილის 10 საათიდან საღამოს 9 საათამდე სად იყო არ ვიცოდით, - აღნიშნა ბრეგაძემ.
ქართული მარშის წევრის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.