"ჩვენ ვარსებობთ, ნარკოტიკს ვყიდულობთ, მაშინ დადგნენ და ყველა დაგვიჭირონ..." - დავით სუბელიანი

11:58 03-23-2018
101

ამ ქვეყანაში, ჩემი ჩათვლით, ნარკოტიკის ასი ათასობით მომხმარებელია და კანონი როგორიც არ უნდა იყოს, ჩვენ ვიყავით, ვარსებობთ და ვიარსებებთ, – ამის შესახებ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტმა, დავით სუბელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

"ჩვენ ვარსებობთ, ნარკოტიკს ვყიდულობთ, ერთმანეთში ვყოფთ და მთელ ამ ქცევებს ვახორციელებთ. ხან ცოტა გვაქვს, ხან მეტი, მაგრამ ამის გაკეთებას ვაგრძელებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ. მაშინ, დადგნენ და ყველა დაგვიჭირონ“, – განაცხადა სუბელიანმა.

მისი თქმით, ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ უწყვეტი რეპრესია მიმდინარეობს.

"ბოლო ორი–სამი წელია, მომავალთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებაში სრული კონსოლიდაცია და აბსოლუტურად ნათელი შეთანხმებაა, რომ ნარკოპოლიტიკა გასაჰუმანურებელია და დეკრიმინალიზაცია გასაკეთებელი. პოლიტიკურ პარტიებს ეს პირდაპირ საარჩევნო პლატფორმაში უწერიათ, რომ მომხმარებელი ციხეში აღარ უნდა მიდიოდეს“, – განაცხადა სუბელიანმა.

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე