"იმ ქვეყანაში, სადაც თანამდებობის პირებისთვის გინება ჩვეულებრივი ამბავია, მარშის წევრებს ამისთვის პატიმრობა არ უნდა შეეფარდოთ..." - სანდრო ბრეგაძე

12:11 03-23-2018
147

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ფიქრობს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც უმაღლესი პირები იგინებიან, უსამართლობა იქნება, მარშის წვერებს ზუსტად იგივე საქციელისთვის პატიმრობა შეეფარდოთ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში, პროცესის დაწყების წინ განუცხადა. 

"იმ ქვეყანაში, სადაც თანამდებობის პირებისთვის გინება ჩვეულებრივი ამბავია და პარლამენტის და საკრებულოს სხდომებზე ერთმანეთს ცხვირ-პირს ალეწავენ, ვფიქრობ, აბსოლუტურად უსამართლობა იქნება, რომ 6 ახალგაზრდას შეეფარდოს პატიმრობა. ეს იქნება უსამართლობა. თუ გინებისთვის შეეფარდებათ პატიმრობა, უმაღლესი თანამდებობის პირები კარგა ხნის დაპატიმრებულნი უნდა იყვნენ", - აღნიშნა ბრეგაძემ. 

მისი თქმით, "რუსთავი 2"-თან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. 

"თმის ღერი არ ჩამოვარდნია არც გიორგი გაბუნიას, არც მის თანხმლებ პირს. დაშავებულები აიან მარშის წევრებიც. ძალადობას არ ჰქონია ადგილი "რუსთავი 2"-თან, ჰქონდა ადგილი სამწუხარო ინციდენტს", - განაცხადა ბრეგაძემ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე