"მქონდა გულყრები... სამწუხაროდ, ექიმები არიან ხშირად შეკრულები..." - სანდრო ბრეგაძე

12:46 03-23-2018
650

"ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მქონდა გულყრები. სამწუხაროდ, სპეციალურად, გარკვეულმა სამსახურებმა ყველაფერი იღონეს, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელებულიყო. ამაში მე „რუსთავი 2“-ს არ ვადანაშაულებ. სამწუხაროდ, ექიმები არიან ხშირად შეკრულები. რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს მე მცემეს პოლიციაში, ეს ასე არ არის, მაგრამ იყო სერიოზული ზეწოლა. ერთი საათის განმავლობაში მე ვიყავი იზოლირებული, ისე რომ არ ვყოფილვარ ბრალდებული“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე