სკანდალი!!! კრიშტიანუ რონალდუს "მის ბუმ-ბუმ- 2016"-ის ტიტულის მფლობელი სასამართლოში უჩივის

13:15 03-23-2018
195

26 წლის ბრაზილიელი მოდელი, ერიკა კანელა, მის ბუმ-ბუმ- 2016-ის, ბრაზილიის საუკეთესო უკანალის ტიტულის მფლობელი, მადრიდის რეალის ფორვარდს, კრიშტიანუ რონალდუს, სასამართლოში უჩივის.

საინფორმაციო სააგენტო Sun-ის წყაროს ცნობით, მიზეზად, ერიკამ  რონალდუს მხრიდან ემოციური ფონი დაასახელა: 

ვერასდროს წაროვიდგენდი, რომ კრიშტიანუ, ჩემით დაინტერესდებოდა. მას ყოველთვის, სხვა სტილის მოდელები მოსწონდა. ხელი მომკიდა და მანქანაში მსვავდა, რომ სახლში გავყოლოდი, რაზეც ჩემგან უარი მიიღო. ის უხეშად მომექცა, ჩემს მიმართ საკმაოდ აგრესიული იყო. ამის შემდეგ, მან WhatsApp-ში დამბლოკა   - ამბობს ერიკა. 

კანელამ ასევე განაცხადა, რომ რონალდუმ, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა. ფეხბურთლი, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რონალდუ, ყოფილ შეყვარებულს, ირინა შეიკს დაშორდა, მოდელმა, მიზეზად ეჭვიანობა დაასახელა და ფეხბურთელი, ლამაზმანებთან ღალატში ამხილა. რამდენიმე თვის წინ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ, შეყვარებულს, 24 წლის, ჯორჯინა როდრიგესს ღალატობს. ასევე ამბობენ, რომ ფეხბურთელი, ბრიტალელ მოდელს, რაიან საგდენს, დიდი ხანია, შეხვედრას სთავაზობს. გარდა ამისა, ბრაზილიელ ფახბურთელს, რომანი აქვს, Playboy-ის ვარსკვლავთან, 33 წლის დანიელა ჩავესთან და 27 წლის მოდელთან, ალესია ტადესკისთან.  

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

  

 
ავტორი: რუსა ღვანიძე