"რუსთავი 2"- თან მომხდარი ინციდენტის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს სანდრო ბრეგაძე გამოიკითხა, რის შემდეგაც მან პოლიციის შენობა დატოვა.
შსს-ს ინფორმაციით, "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ამ ეტაპზე გამოძიებასთან ითანამშრომლა.
"გამოძიება გრძელდება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უახლოეს დღეებში, იგი პოლიციაში კვლავ იქნება დაბარებული გამოსაკითხად", - აცხადებენ შსს-ში.