ბრიტნი სპირსის ექს-მეუღლე ალიმენტის გაორმაგებას მოითხოვს - რაში ხარჯავს 20 000 დოლარს კევინ ფედერლაინი

14:56 03-23-2018
830

ამერიკელი მომღერალი, ბრიტნი სპირსი, ყოფილ მეუღლესთან კევინ ფედერლაინთან ურთიერთობებს, დღემდე ვერ აწყობს. შეგახსენებთ, რომ წყვილი ქორწინებაში, 2004-2007 წლამდე იყვნენ, მაგრამ ერთმანეთს ვერ შეეწვნენ და დაშორდნენ.

კევინთან დაშორებას, მომღერალი, მტკივნეულად განიცდიდა. მას, განქორწინების შემდეგ, დეპრესიული ფონი აღენიშნებოდა - ამერიკელ მომღერალთან, პერის ჰილტონთან ერთად, დადიოდა ტუსოვკებზე, ფსიქიკური აშლილობის ფონზე, თმეებიც გადაიპარსა და ამბობენ, რომ ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულიც გახდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლომ, დედობის უფლება ჩამოართვა და მისი ვაჟები, 12 წლის შონი და 11 წლის ჯეიდერი, მამას მიაკუთვნა. მიუხედავად იმისა, რომ, ბრიტნის დღესდღეობით, სრულიად ჯანმრთელია, შვილები, მამის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებიან. 

რამდენიმე ხნის წინ, ბრიტნის, ექს-მეუღლემ, პროფესიით მოცეკვავე, კევინ ფედერლაინმა, მომღერალს, ალიმენტის გაორმაგებული რაოდენობით გადახდა მოსთხოვა.

ცნობილია, რომ მომღერალი ყოფილ ქმარს, ყოველთვიურად, 20 000 $-ს უხდიდა. ინსაიდერების ინფორმაციით, ბრიტნი, ვერ ხსნის ამ ფაქტის მიზეზს. ამბობენ, რომ კევინის მოქმედებამ, გაანაწყენა სპირსი, რადგან, ისედაც ყოველ თვეში, შვილებს დიდ თანხას აძლევდა.

მომღერალს, მისი მამა, ჯეიმს სპირსი გამოესარჩლა, რომელიც მის ფინანსებს განაგებს. ის, კევინს დაუკავშირდა და იმ თანხის, რომელსაც სპირსი, ყოველთვიურად უხდიდა, ყველა ანგარიში მოსთხოვა და დაინტერესდა, რაში იხარჯებოდა, თვეში 20 000 დოლარი. მოცეკვავემ, განაცხადა, რომ ბავშვები უკვე გაიზარდნენ და მათ სწავლაში, მეტი თანხა სჭირდებოდა. სპირსის ახლობლების ინფორმაციით კი, კევინმა გაარკვია, რომ მომღერალმა, ვეგასში გამართული შოუდან, სადაც ბრიტნი მონაწილეობდა,  გარკვეული თანხა აიღო და მის გამოძალვას ცდილობდა. 

ინსაიდერების ინფორმაციით, სპირსი და მისი ახლობლები, ადასტურებენ, რომ ალიმენტი, ფედერლაინის იმ ქალ-ვაჟს ხმარდება, რომელიც ბრიტნისთან ქორწინებამდე, მომღერალ, შერ ჯექსონისგან ჰყავდა.

ამ ეტაპზე, მოცეკვავე და რეპერი, კევინ ფედერლაინი, ყოფილ სპორტსმენთან, 34 წლის, ვიქტორია პრინსთან არის ქორწინებაში, რომელმაც ორი ქალიშვილი გაუჩინა. 

იხ: ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე