ავტორი: ეკა პატარაია
ალბათ, უკვე ყველაფრის წარმოდგენა შეიძლება ჩვენს ქართულ რეალობაში, მაგრამ მაინც ვერასდროს ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში ან სოციალურ ქსელში წააწყდებოდა ისეთ პროდუქტს, როგორიც თამარ მეფის გამოსახულებიანი პრეზერვატივია. ქართველი მეფეების გამოსახულება შეიძლება იყოს ფულზე, წიგნის ყდაზე, სამოსზე, მინის ან თიხის ჭურჭელზე, კედლებზე, გულსაბნევზე, ბეჭედზე, საყურეზე, თუნდაც ქვის იატაკზე, მაგრამ არა პრეზერვატივზე – გაიფიქრებთ, ალბათ, მაგრამ თურმე არამარტო ამ ჩამონათვალზე შეიძლება იყოს ასახული ჩვენი ისტორია. დიახ, ასეთებიც ხდება და ამ ძალზე ორიგინალური თუ კრეატიული იდეის ავტორი და განმახორციელებელი 22 წლის ანანია გაჩეჩილაძეა.
„აიისა“-ს პრეზერვატივების შესახებ ფართო საზოგადოებამ სოციალური ქსელით, ფეისბუკით ორი დღის წინ, ამერიკაში სულ ცოტახნის წინ წასული ქართველი მსახიობის იუნა შაფათავას ფეისბუკგვერდიდან შეიტყო, რომელმაც საკმაოდ ვრცელი პოსტი მიუძღვნა აღნიშნულ პრეზერვატივებს სათაურით: „ხუ*ზე ჩამოსაცმელზე თამარ მეფე რომ არ დახატოთ, ისე ვერ ყიდით?“ (პოსტს ერთვის უხამსი ფოტო. – ავტ.) „როგორც სექსმარკეტის ბრანდ ამბასადორი და სექსრჩევების ავტორი; როგორც დარგში ერთადერთი სპეციალისტი საქართველოში, ვამბობ, რომ კოლაჟი და შარჟი სხვაა და საქართველოს ისტორიის აგდება პრეზერვატივის გაყიდვების ასამაღლებლად არაეთიკურია... ჩვენი დიდი კულტურა ვიღაცის თვეში 100 ლარ შემოსავალს ვერ შეეწირება... ძალიან გთხოვთ ყველას, ამოიღეთ ხმა. ამერიკაში კი იყიდება ტრამპისა და პუტინის, ჰილარის გამოსახულებით პრეზერვატივები, მაგრამ ჯორჯ ვაშინგტონსა და თეოდორ რუზველტის ცოლს არავინ ახატავს... აიფონების მაღაზიამ რომ მღვდელი აიგდო, ისეთივე მდაბიო დონის რეკლამაა. ნუ აგყავთ სამსახურებში ტვინნაღრძობი ხალხი, ეს რეკლამა არაა. ეს არის ქართული ისტორიისა და კულტურის გაუპატიურება. უამრავჯერ გამოვსულვარ ტელევიზიით სექსთემებზე, მაგრამ ქართულ ისტორიასთან და კულტურასთან კვეთა არ მქონია... შეაჩერეთ თამარ მეფის გამოსახულება პრეზერვატივებზე!.. ნებისმიერ ქვეყანაში კურიერს რომ „განდონა ბავშვი“ დაუძახონ, ჯარიმა მიუვათ და შეუჩერებენ საქმიანობას. P.S. „აიისა“ – „გამოიწერე და ჩვენი კურიერი განდონა ბავშვი მოგაწვდის“, – წერს შაფათავა. მან ცალკე, წერილით მიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, პარლამენტს და სანამ საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა ამის ავანჩავანს გაიგებს, დასკვნას და რაიმე სანქციებს გამოიტანს (თუ წაიკითხა), ქალბატონი ანანია მონარქთა კოლექციის ქვეშ, სადაც ამ მომენტისთვის სამი დიზაინი აქვს შექმნილი, კიდევ უფრო ინტერესდება და ბევრ რაღაცას გეგმავს. სხვათა შორის, მის უახლოეს გეგმაში, სააღდგომო დღესასწაულზე, რელიგიურ თემაზე შექმნილი პრეზერვატივებიც შედის. მაშ ასე, „სამეფო კარი თამარში“ აწი იწყება.
– ანანია, ყველას აინტერესებს, საიდან გაჩნდა პრეზერვატივების ეს სერიული პროდუქტი კომიქსური გამოსახულებებით, რაც შეფუთვაზეა ასახული. ვისი რეპროდუქციაა, საიდან წამოვიდა მისი შექმნისა და სახელწოდების იდეა, ვის ეკუთვნის და ასე შემდეგ?
– პრეზერვატივების ბიზნესის იდეა გაჩნდა გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებს საქართველოშიც და უცხოეთშიც, რადგან ინტიმურია, მორიდება აქვთ მისი შეძენისას. ფარმაცევტები იმდენად ცუდ სერვისს სთავაზობენ, ადამიანებს დისკომფორტი ექმნებათ. პრეზერვატივი სოციალური ქცევის ნაწილია და მის შესაცვლელად სწორედ სოციალური მიზნები ჰქონდა ბრენდს, ანუ ჩვენ გვინდოდა, მიწოდების ფორმა ყოფილიყო ინოვაციური, სავაჭრო აპარატების ფორმით. ჩვენთან, საქართველოში, მხოლოდ „კოკა-კოლას“, ყავის, შოკოლადების აპარატები იდგა. ახლა, აპარატის საშუალებით პრეზერვატივის შეძენაცაა შესაძლებელი. რაც შეეხება სახელს, „აიისა“ ისედაც ხშირად გამოყენებადი სიტყვა იყო ხალხში, შედიოდნენ და „აი, ის...“ მომეცით, ხელით ანიშნებდნენ. შესაბამისად, სახელიც ყველაზე ლოგიკური შეირჩა. არავითარი სტანდარტული პრეზერვატივი არ გაიყიდება კარგად და კომერციულად არ იქნება წახალისებული, თუ დამატებითი სიკეთეები არ შესთავაზე მომხმარებელს, ამიტომ შეიქმნა ბრენდი დამატებითი გამოყენებითი ფუნქციებით, სტიკერით, QR კოდით და ბევრი სხვა სიკეთით. იდეა მთლიანად ჩემს ტვინში მომწიფდა და ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი არ დამიშვია, რომ რაიმე არ გაამართლებდა. ჩემ გარშემო ყველა დადებითად შეხვდა ამ ამბავს, თუმცა მასშტაბი ნაკლებად წარმოედგინათ. ისეთმა მეგობრებმაც კი, ვინც ყველაფერს არასერიოზულად და ცინიკურად უყურებს, ჩათვალეს, რომ, როგორც ბიზნესი, წარმატებული იქნებოდა, პირველ ეტაპზე განვითარების პერსპექტივა ვერ დაინახეს. სახლში, ბებიაჩემმა ეგრევე თქვა: „ხო, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, კეთილშობილური პროდუქტია“. დიზაინს რაც შეეხება, „აიისა“-ს ერთ-ერთ თანამშრომელს ეკუთნის.
– ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დამატებითი ფუნქციები რას ნიშნავს. სხვა კიდევ რა ფუნქცია აქვს პრეზერვატივს?
– გამოყენებითი ფუნქცია აქვს მეორადი სტიკერის სახით, რომელიც შეიძლება ააძრო და გამოიყენო ხელახლა რომელიმე ზედაპირზე დაკვრით, თუნდაც სხეულზე, ლოგინზე და ასე შემდეგ. ეს უკვე ფანტაზიის საკითხია. გარდა ამისა, უკანა მხარეს QR კოდი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ მთელ დღეს ტელეფონებსა და კომპიუტერებში ვატარებთ, QR კოდზე რომ დაასკანერებ, გადაჰყავხარ სპეციალური მუსიკის ფელილისთზე, ანუ მუსიკალურ ფონს ქმნის. შეგიძლია, მუსიკა შეარჩიო და ჩართო შენი სექსუალური აქტის დროს. ყველა მცირე რეკორდში რაღაც კოცენპტუალური დევს. გარდა იმ ყველაფრისა, რაც ჩამოვთვალე, პრეზერვატივს აქვს შეფუთვა, რომელსაც, რომ გაშლი, კიდევ რაღაც-რაღაცებია, ინსტრუქციის ნაცვლად თამაშები.
– რა თანხებით დაიწყეთ პრეზერვატივების ბიზნესი?
– საინვესტიციო თანხა, მიზერულზე მიზერული მქონდა, 60 ლარი, რომელიც პირველივე გაყიდვებისთანავე 300 ლარი გახდა. თითო 10 ლარად გავყიდე. ფასი დღესაც იგივეა. ბაზარზე „აიისა“ სპეციალურად მუსიკალური ფესტივალების პერიოდში შემოვიდა. მომაფიქრდა, მიზერული საინვესტიციო თანხა რაც მქონდა, სწრაფად და ეფექტიანად გამრავლებულიყო. ამ თვეების განმავლობაში „აიისა“-ს აქტივი დაახლოებით 1000-ჯერ გაიზარდა (დაარსებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ).
– თემატიკას რაც შეხება. ამაზეც მინდა გკითხოთ. მე ვიცი, რომ თქვენ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზეც აპირებთ პროდუქტის თემატურად შეფუთვას, რაც უკვე არამარტო საზოგადოებას, სრულიად მართლმადიდებელ ეკლესიას გადარევს. მარკეტინგულად, ალბათ, ასეც იყო გათვლილი, არ ვიცი, მაგრამ მართლა მაინტერესებს, რატომ აიღეთ რელიგიური თემა ამ შემთხვევაში?
– „აიისა“ არის 2017 წლის ტოპ სტარტაპი და კონცეფციაში ისიც იყო გათვალისწინებული, რომ თემატური ყოფილიყო, ანუ ის თემები ყოფილიყო, რომელიც ყოველთვის აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში, არჩევნებიდან და ჩემპიონთა ლიგიდან დაწყებული, დამთავრებული სხვადასხვა დღესასწაულებით თუ კლასიკური ლიტერატურით, მონარქიით. აღდგომას რაც შეხება, რადგან ამ დღეს ბევრი ადამიანი ქალაქგარეთ გადის, მოზარდებს ტოვებენ და ამ ჩვენს საზოგადოებაში ხომ საერთოდ მიუღებელი ფორმაა, ვიღაც გოგო ან ბიჭი მიიყვანო სახლში, ჩავთვალეთ, რომ ამას ბოლო მოვუღოთ. მარტო დარჩენილი შვილები სახლში შეყვარებულებს და პარტნიორებს უხმობენ და აღდგომის დღეს სექსში ატარებენ. ეს ძალიან ხშირი ამბავია ისედაც. ამიტომ ჩვენთვისაც სტრატეგიული კვირაა გაყიდვების.
– ჩვენი ქართველი მეფეების კომიკურად წარმოჩენის იდეა რატომღა გაგიჩნდათ? ისტორია ხომ ხელშეუხებელია. ახალი თაობაც კი ვერ გაიგებს ამას, არამცთუ ძველი, ვინც ამ პროდუქტს შემთხვევით ნახავს ან ამ სტატიას წაიკითხავს.
– ვინც ძალიან ღიზიანდება, არ აკვირდება ელემენტარულს, დიზაინს წარწერით – „სამეფო კარის თამარში“. ეს ხომ აშკარა გავლენაა სერიალის „სამეფო კარის თამაშების“, სადაც სახელმწიფოს მმართველი, ასევე, ქალია და შეურაცხყოფად იღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზერვატივი სექსთან ასოცირდება. გამოხატვის თავისუფლება ბრენდის ღირებულებაა, ამიტომ ჩვენს ლანძღვა-გინებაშიც ხელს არავის ვუშლით. „აიისა“ საქართველოში მჭიდრო ქსელის განვითარების გარდა, ექსპორტისთვის, საერთაშორისო კოლექციებით ემზადება. სოციალური პროექტები პარალელურ რეჟიმში იგეგმება. საგანმანათლებლო პროგრამიდან დაწყებული, სპეციალური კოლექციებით დამთავრებული ორსულებისთვის, სექსმუშაკებისთვის და სხვა ჯგუფებისთვის.
იუნა შაფათავა:
– იუნა, უკვე ყველამ ნახა შენი ვრცელი პოსტი ძალიან შთამბეჭდავი ფოტოთი, საქართველოში ახალი პრეზერვატივების გამოჩენაზე. მგონი, შენს სექსრჩევებს ფონად მოუხდება, ახლოსაა. კარგი, ხუმრობა იქით იყოს. მოდი, ამ თემაზე და ცოტა შენზეც ვისაუბროთ.
– ყველა საკითხს თავისი დრო და ადგილი აქვს. ჩემი სექსრჩევები არც საუზმეზე მისაყოლებელი გაზეთია, არც საღამოს ძილინებისაა. სექსრჩევა ბიზნესთან პირდაპირ კავშირშია. მე ვთქვი, რომ შევქმნი ჩემს ბიზნესიმპერიას და ვიქნები ყველაზე მდიდარი, ყველა დროის, ყველაზე წარმატებული ქართველი ქალი და ასეც იქნება. ჩემს ადგილს არასოდეს არავინ დაიკავებს ქართულ სივრცეში, იმიტომ, რომ აკეთო ის, რასაც მე ვაკეთებ, უნდა გქონდეს ტვინი, შესაბამისი განათლება, პირადი გამოცდილება და ბევრი პირადი შეცდომა, რომლებიც მე მაქვს დაშვებული ცხოვრებაში. ის ქალი, რომელიც არსებობს ქართულ სივრცეში ვიღაცების აღქმაში, თავისი დაუოკებელი მტაცებლის იმიჯით, ჩემთვის დიდი მოტივაციაა. რაც არ უნდა უტვინო ბოზი მეძახონ, ერთი გამართული წინადადება ჩემი მხრიდან კლავს ჩემი „ოპონენტის“ ყველა არგუმენტს. რას მწერენ პირადში და რას წერენ ჩემზე, იმდენად არ მადარდებს, რამდენადაც ჩემი სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა გარკვეულ ტელეეთერებში ინტერნეტსივრციდან „გაქრა“. არა უშავს, აქ გავაკეთებ უკეთეს ეთერებს. ბევრს ვაღიზიანებ ჩემი დასკვნებით და ანალიზის უნარით. სავსებით გასაგებია – მე ხომ საქართველოში ჩემ მიერ შექმნილ მინისექსსამყაროსა და ჩემი ტყუპისცალის სამსახურს შორის გავიჭედე. ჩვენი უმცროსი და კი ცნობილი პროფესიონალი ჩოგბურთელია. ვძულვართ ბევრს. ბიბლიაზე დავიფიცებ, დეას სამსახურის „ქართუს“ სახელით არცერთს არ გვისარგებლია, პირიქით, ყველას ყოველთვის უნდოდა ჩვენით სარგებლობა და მერე ფეხებით შედგომა ჩვენს საფლავზე. არის ასეთი მექსიკური ანდაზა: მათ უნდოდათ, დავემარხეთ, მაგრამ არ იცოდნენ, რომ თესლი ვართ. „ქართულ ოცნებამდე“ ყველას ფეხებზე ვეკიდე ყველანაირი გაგებით, საქართველოს ჩვეულებრივი ბედნიერი მოქალაქე ვიყავი წარმატებული მენეჯერის სამსახურებით. 2011 წლის ბოლოდან უძირო უნამუსო ბოზი როგორ გავხდი... ამერიკა ჯერ მიყურებს. მე მაქვს დროებითი სამუშაო ნებართვა და სოცდაცვის საბუთი. ამერიკა გაძლევს ყველაფერს. როგორც დიდი უნივერმაღი. გააჩნია, შენ რისთვის მოდიხარ. მე აქ ჩემი მთელი ცხოვრების ოცნებებს გამოვედევნე. ბევრჯერ გავიგე უკვე – რატომ, ასე გვიან... რა თქმა უნდა, ამერიკა მაძლევს პირველი დღიდან სულისა და სხეულის სარჩო-საბადოსაც და სახურავსაც; მუზეუმებს, სადაც ნებისმიერ დროს ენდი უორჰოლს, ვან გოგს, სეზანს, შაგალს, პიკასოს, კანდინსკის, დეგას ვნახავ; სადაც კულტურის ცენტრებში რობერტ დე ნიროს, სკორსეზეს, მერილ სტრიპს, შერონ სტოუნს მოვუსმენ და კითხვებს დავუსვამ; სადაც სტელა ადლერის სტუდიაში მივალ გასაუბრებაზე, თუ ვერ ვიხდი, სიუზან ბატსონთან ერთ გაკვეთილს მაინც ავიღებ თვეში ქორეოგრაფიაში, სიმღერაში, მეტყველებაში თუ სამსახიობო ოსტატობაში, სადაც არეტა ფრანკლინს, ბონოს და ჯეინ ბირკინს ცოცხლად ვუსმენ; სადაც ბროდვეიზე უმა თურმანს, გლენ გლოუზსა და სხვებს ვუყურებ; მეტროპოლიტან ოპერაში კი ჩემს საყვარელ ოპერას ვუსმენ უმაღლესი კლასის დახვეწილობით, კანდინსკის მოხატულობით კედლებზე. ვერ გადმოგცემთ, რა ემოციაა, როცა ჯეიმს დინის ნაცხოვრებ სასტუმროს ოთახში ცხოვრობ, როცა დადიხარ იმ ისტორიულ ქუჩებში, მსოფლიოს კინემატოგრაფიის სტანდარტს რომ აყალიბებდა... თუ საქართველოში ჩემში მხოლოდ სექსვამპირს ხედავენ, აქ ჩემს ტვინს აბრალებენ სექსვამპირობას, აქ სექსი ტვინშია, პირველ რიგში. ვერც სექსის მრავალსახეობით გააოცებ ვინმეს, ვერც სილამაზით, ვერც სიშიშვლით. აქ უმაღლესი, უდახვეწილესი ინტელექტის სამყაროა. ინტელექტის ოლიმპი… თოკზე სიარულია ჩემი და ჩემი დების ცხოვრება საქართველოში. ბალანსის დაცვა და მუდმივი ყურადღება, რომ ამ თოკს ვიღაცამ ცეცხლი არ წაუკიდოს, არ გადაგიჭრას... ყველაფერი ისეთი დროებითია, ყველა თავის წილს მიიღებს.
– პრეზერვატივი მსგავსი შეფუთვით ამერიკაშიც არის?
– ერთ-ორ ამერიკელს ვკითხე: პრეზერვატივის შეფუთვაზე ჯორჯ ვაშინგტონის ფოტო როგორ მოგეწონებოდა-მეთქი და რეაქცია იყო გაოცება – რატომო? მკითხეს. ბრიტანელს რომ აჩვენო, ელიზაბეტ მეორე პრეზერვატივის შეფუთვაზე, თავს გაგიხეთქავენ და ბიზნესსაქმიანობას აგიკრძალავენ. დარწმუნებული ვარ, სამეფო კარის დამცირებისთვის ციხეში ამოაყოფინებენ თავს. არავის აზრადაც არ მოუვა ასეთი იდიოტობის გაკეთება. წერილი ახალგაზრდა იურისტებს პარასკევს მივწერე. წესით, უნდა მიპასუხონ. პარლამენტი ფუჭი სტრუქტურაა, მოღალატე მოღალატეზე ზის დარბაზში. მანდ ვის რა უნდა ვუთხრა, ჩვენი უაზრო კანონები მათი ტვინის ანარეკლია. კონსტიტუცია არ გვაქვს წესიერი, მე წერილში დარღვევებზე კანონის უქონლობას ვჩივი და კანონის დახვეწას ვითხოვ. როგორ წარმოგიდგენიათ, დებილმა თავის თავზე თქვას, დებილი ვარო? ეს ჩვენს პარლამენტზეა. კანონის ინიცირება ჩვენი, მოქალაქეების საქმეა. ჯერჯერობით მხოლოდ ნარკოტრაფიკის ნარკობარონების დამცავ მექანიზმებზე გამოდის ხალხი ქუჩაში და მთავრობა დათმობებზე ფიქრობს. ეს ხომ პოლიტიკა არაა, ისტორიაა და ვაჭრობაა. თამარ მეფის „საფირმო“ ლუქია – ვიტყოდი.