რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი, ქორწილის ცერემონიაზე, მის ყოფილ შეყვარებულებს ეპატიჟება. ფაქტია, რომ არც დაქორწინება გახდა საბაბი იმისა, რომ პრინცმა, ყოფილ გერლფრენდებთან, ურთიერთობა გაწყვიტოს.
კრესიდა ბონასი, ჩერლსი დევი და ელი ჰოლდინგი, რომლებთანაც ჰარის, მეგანთან ურთიერთობამდე, რომანი ჰქონდა, პრინცის ქორწილის ცერემონიას დაესწრებიან
popcornnews-ის ცნობით, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია, ელი ჰოლდინგის მეგობარმა გაავრცელა, რომელიც აცხადებს, რომ ელიმ, პრინცისგან მოსაწვევი ბარათი მიიღო და ცერემონიაზე მისვლას, შეყვარებულთან, კასპარ ჯოპლინგთან ერთად აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ელი, 2011 წელს, სამეფო ქორწილის სტუმარი, უკვე იყო, რომელიც ცერემონიაზე მიწვეული იყო, როგორც მომღერალი, ინსაიდერების ცნობით, ამ ეტაპზე, ის მხოლოდ, საპატიო სტუმარად არის დაპატიჟეული.
რაც შეეხება, კრესიდა ბონასს და ჩელსი დევიდს, მათ შესახებ, ჯერჯერობით დადასტურებული ინფორმაცია, არ მოიპოვება.