ფილმის "მარტო სახლში"-ს ვარსკვლავი ინტიმურ ურთიერთობებზე ალაპარაკდა - "ქორწილამდე სექსს არ გირჩევთ"

16:52 03-26-2018
1028

ვარსკვლავების პირადი ცხოვრება, საზოგადოების მხრიდან, ყოველთვის ინტერესს იწვევს. გახმაურებული ფილმის მარტო სახლში, მთავარი როლის შემსრულებელი, მაკოლეი კალკინი, დიდი ხნის შემდეგ, პირველად, მის პირად, ინტიმურ ურთიერთობებზე ალაპარაკდა.

მაკოლეი, სტუმრად მსახიობთან, ანა ფერისთან იმყოფებოდა, სადაც მან, პირველად, მის სექსუალურ ცხოვრებაზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ პირველად, სექსუალური აქტი,  15 წლის ასაკში ჰქონდა: -  ეს, წინასწარ დაგეგმილი, სექსუალური ურთიერთობა იყო. ჩვენ, მუსიკალური ჯგუფის, The Beatles-ის სიმღერებს ვუსმენდით, როცა, ყველაფერი მოხდა, საკუთარ თავს სულ ვეკითხებოდი, სწორედ ვიქცეოდი, თუ არა? რაც, ჩემი მხრიდან, არ იყო გასაკვირი- ამბობს კალკინი. 

მსახიობი, მეწყვილეს ვინაობას არ აკონკრეტებს, მაგრამ, ახალგაზრდებს რჩევას აძლევს, რომ უმჯობესია, სექსუალური აქტისგან, ქორწილამდე, თავი შეიკავონ - მიუხედავად იმისა, რომ მან, ეს არ გაითვალისწინა.

შეგახსენებთ, რომ მაკოლეი კალკინი, 18 წლის ასაკში დაქორწინდა, მსახიობ, რეიჩელ მაინერზე, რომელთან ერთად, მსახიობმა, პირველი სექსუალური ცხოვრების გაკვეთილები, გაიზიარა. 21 წლის ასაკში, მსახიობ, მილა კუნისს შეხვდა, რომელთანაც, 9 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

ამ ეტაპზე, მარტო სახლში-ის ვარსკვლავი, მსახიობ, ბრენდა სონგს ხვდება. 

   

ავტორი: რუსა ღვანიძე