კალაძე: "ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე ფული, ღამის კლუბში ვიყავი, თმებიც შევიჭერი, არ ვიცი მოგწონთ თუ არა"

12:42 03-27-2018
1262

ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს თბილისის მერმა კახა კალაძემ აბსურდული უწოდა და ჟურნალისტების კითხვებს ხუმრობით უპასუხა.

"თმები შევიჭერი ქალაქის ბიუჯეტით. ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ბილეთებში დავხარჯე ქალაქის ბიუჯეტიდან აღებული თანხები. იქ კიდევ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, ესეც ქალაქის ბიუჯეტის თანხებით. მერე თმები შევიჭერი, არ ვიცი მოგწონთ თუ არა. ესეც ქალაქის ბიუჯეტის თანხებით. ისე უბრალოდ წავედი გასართობად, ღამის კლუბშიც ვიყავი“ - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს კახა კალაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.