პერის ჰილტონმა ორ მილიონ დოლარად შეფასებული ნიშნობის ბეჭედი დაკარგა

13:30 03-27-2018
952

ამერიკელმა მსახიობმა და ფოტომოდელმა, პერის ჰილტონმა, ორი თვის წინ, ინსტაგრამზე ნიშნობის ფოტო გამოაქვეყნა. ის, ამერიკელ მსახიობზე, კრის ზილკაზე დაინიშნა. სკანდალური ვარსკვლავი, დიდი ხანია აღარ გამოჩენილა საზოგადოებაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ღამის კლუბების და გასართობი საღამოების, ხშირი სტუმარია. 

რამდენიმე დღის წინ, მსახიობი, ერთ-ერთ ღამის კლუბში, იმყოფებოდა, როცა მისი ნიშნობის ბეჭედი გაუჩინარდა. ჰილტონის ბოიფრენდმა, კრის ზილკამ, დაცვიხ სამსახური გამოიძახა, რომლებიც ბეჭდის პოვნაში დაეხმარნენ.  ზილკა, იძულებული გახდა, დაცვის თანამშრომლებისთვის, ბეჭდის ფასი გაემხილა - აღმოჩნდა, რომ 20 კარატიანი, საქორწინო ბეჭდის ღირებულება, 2 მილიონი დოლარია.

ღამის კლუბის  პერსონალი და წევრები, მთელი ღამის განმავლობაში, ეძებდნენ, დაკარგულ ბეჭედს, რომელიც ერთ-ერთ მაგიდაზე, ყინულით სავსე ჯამში აღმოაჩინეს. 

ფაქტია, რომ პერისმა, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და 2 მილიონ დოლარად შეფასებული ბეჭედი, ღამის კლუბებში, არ უნდა ატაროს. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე