90-იანი წლების, ყველაზე პოპულარული, გოგონების ინგლისური პოპ-ჯგუფი, Spice Girls-ი, ტრიუმფალური დაბრუნებისთვის ემზადება, რომელსაც მუსიკალური ჯგუფის ფანები, დიდი ხანია ელოდებიან.
ამ ეტაპზე ჯგუფი, არ ჩქარობს, პირველი კონცერტის დაგეგმვას, რადგან მათი პირველი გამოსვლა, პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილში, შედგება.
მიუხედავად ამისა, ჯგუფის წევრებმა, გადაწყვიტეს, ერთ-ერთი მულტფილმის პერსონაჟები გაახმოვანონ. ცნობილია, რომ მელანი ბრაუნი, მელანი ჩისჰოლმი, ემა ბანტონი, ჯერი ჰოლიუელი და ვიქტორია ბექჰემი, არა მარტო გაახმოვანებენ, მულტიპლიკაციურ ფილმს, არამედ, ფილმში, მათი გამოსახულების ნახატი გმირები იქნებიან. აცხადებენ, რომ პროექტი, Marvel ან Disney-ის კომპანიის მიერ იქნება, შექმნილი.
შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი, კინოსფეროში, Spice Girls-ის მონაწილეობით, პირველი, არ არის. ჯერ კიდევ 1997 წელს, მუსიკალურმა პოპ-ჯგუფმა, მონაწილეობა მიიღო, მუსიკალურ კომედიაში, სახელწოდებით, Spice World-ი, რომელმაც საზოგადოების მხრიდან, საოცარი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.