ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, დღეს დილიდან ბორჯომში სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობასთან შსს-ს თანამშრომლები იმყოფებიან,ისინი შენობის ორივე შესასვლელს აკონტროლებენ და თანამშრომლების გარდა მუნიციპალიტეტში არავის უშვებენ.
შეგახსენებთ დღეს 12:00 საათზე საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, მთავარი საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტია, ზაზა ჩაჩანიძის გადაყენება ერთი კვირით ადრე 15 დეპუტატმა მოითხოვა.
ბორჯომის საკრებულოში პოლიციაა მობილიზებული
