"სიტროენ ჯორჯიასა" და ჯანდაცვის სამინისტროს შორის სასამართლო დავაზე ხვალ ბოლო სხდომა გაიმართება

14:30 03-28-2018
108

ხვალ, 16:00-ზე საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება საქმეზე: "სიტროენ ჯორჯია" ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. 

როგორც "პრაიმტაიმს" Citroen Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი შარაშიძემ განუცხადა, მედიისთვის საქალაქო სასამართლოში, საქმესთან დაკავშირებით, პრესკონფერენციაც გაიმართება. 

"სიტროენ ჯორჯიამ" 2017 წლის 11 აგვისტოს მიმართა სასამართლოს საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ტენდერიდან უკანონოდ დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე