რუსული ფესვების მქონე ჰოლივუდის სუპერვარსკვლავები - რუსეთის იმპერიის დეზერტირები

16:00 03-28-2018
735

ცნობილია, რომ ჰოლივუდის მსახიობების უმეტესობა, ემიგრანტისგან შედგება. მათ შორის არიან, სუპერვარსკვლავები, რომელთაც რუსული ფესვები აქვთ: ლეონარდო დი კაპრიო, სტივენ სპილბერგი, ნატალი ვუდი, მაიკლ დუგლასი და სხვები.  

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თაყვანისმცემელი, მსახიობი, ლეონარდო დი კაპრიო, აცხადებს, რომ ის, ნახევრად რუსია. ვარსკვლავს დედა, ირმელინ დე კაპრიო და მისი მშობლები, რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ლეონარდოს ბებია, ელენა სტეპანოვა სმირნოვა, საცხოვრებლად გერმანიაში, 50 წლის წინ გადავიდა და ვილჰელმ ინდერბირკენს გაჰყვა ცოლად. მიუხედავად იმისა, რომ ბაბუის გვარი რუსული არ არის, დე კაპრიო, საკუთარ თავს, მაინც ნახევრად რუსული ფესვების შთამომავლად თვლის, რადგან, ამბობს, რომ მისი ბაბუაც, რუსი იყო. 

ჰოლივუდის მსახიობი, ლეონარდო დი კაპრიო, ცნობილია, როგორც XX საუკუნის, რუსული კულტურის, კინემატოგრაფიის, განსაკუთრებით, ეიზენშტეინის, ტარკოვსკის და ფარაჯანოვის ხელოვნების, დიდი თაყვანისმცემელი. 

სტივენ სპილბერგი - გახმაურებული ფილმების, ვარსკვლავური ომების და ინდიანა ჯონსის თავგადასავალის რეჟისორი და შემქმნელი, პოლონელი და რუსი ებრაელების ოჯახის წარმომადგენელია. რეჟისორის მამის მშობლები - სამუელ სპილბერგი და რებეკა ჩეჩვიკი, რუსეთში დაიბადნენ. დედის მხრიდან ბაბუა, ფილიპ პოსნერი, 1884 წელს დაიბადა, უკრაინის ქალაქ ოდესაში.

პირველ რიგში, მე რუსი ვარ- აცხადებს რეჟისორი ინტერვიუში, ფილმის, ინდიანა ჯონსი და ბროლის ქალას სამეფო გადაღების შემდეგ. მიუხედავად ამისა, მას, ამ ფილმის გადაღებისას,  ხელი არ შეშლია, რომ რუსეთი, როგორც დამპყრობელი ქვეყანა, ისე  გამოეაშკარავებინა. საქმე ეხება, ისტორიულ ხანას, ჩვენ, 957 წლის პერიოდი გადავიღეთ, როდესაც ცივი ომი მძინვარებდა.   

ჰოლივუდის დედოფალი, ნატალი ვუდი, 1960-იანი წლების, ცნობილი ფილმის დიდი რბოლა,  მთავარი გმირი, არასოდეს არ მალავდა, რომ რუსული ფესვების წარმომადგენელი იყო.  მისი ნამდვილი გვარი, ნატალია ნიკოლოზის ასული ზახარენკო იყო. რუსეთის რევოლუციის დროს, მისი მშობლები, ხაბაროვსკიდან, ვლადივოსტოკში გაიქცნენ, იქედან ჩინეთში და ჩინეთიდან სან-ფრანცისკოში. სწორედ ამერიკაში, 1938 წელს, დაიბადა ნატალია. რუსი ინჟინერის ქალიშვილი, როგორც ინგლისურად, ასევე რუსულადაც კარგად საუბრობდა. რუსულ და უცხოურ პრესაში, ნატალია, ყოველთვის აცხადებდა, რომ საკუთარ თავს, ძალიან რუსად მიიჩნევდა.   

ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ისტორიაში, წარუშლელი კვალი დატოვა, როგორც მამამ - კირკ დუგლასმა, ასევე შვილმა - მაიკლ დუგლასმა.  კირკის, ნამდვილი სახელი და გვარია, ისურ დანილოვიჩ- დემსკი. მისი მამა, რუსი დეზერტირი იყო - ის რუსეთის იმპერიას გაექცა, რომ რუსეთ-იაპონიის ომში, მონაწილეობა არ მიეღო  ემიგრაციაში, მან გადაიკეთა ნამდვილი სახელი და გვარი(Demsky), და უბრალო, ამერიკული გვარი, დუგლასი აირჩია და მისი შვილიც, მაიკლიც, სწორედ ამ გვარზე დააფიქსირა.  

იხ: ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე