ჩერნოგორიის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსი დიპლომატი, დიდ ბრიტანეთში, ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის, რუსული ქიმიური იარაღით მოწამვლის საპასუხოდ, "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
საინფორმაციო სააგენტოს"РИА"-ს ინფორმაციით, ბალკანეთის სახელმწიფოს განცხადებით, დიპლომატმა ქვეყანა, 7 დღის განმავლობაში, უნდა დატოვოს. ამავე დროს, რუსეთის ფედერაციის საკონსულოს, აეკრძალა, ქვეყანაში მუშაობის უფლება.
26 მარტს, რუსი დიპლომატები, დაძევებულ იქნა, 16 ევროკავშირის ქვეყნიდან, აშშ-დან, კანადიდან, უკრაინიდან, ნორვეგიიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც, დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს.
14 მარტს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, გადაწყვეტილება მიიღო, რომ 23 რუსი დიპლომატი, ქვეყნიდან გეძევებინა. მომხდარში, ხელისუფლება, რუსეთის მთავრობას სდებს ბრალს - მოსკოვი, ყველა ბრალდებას უარყოფს.
ამის საპასუხოდ, რუსეთმა, 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა. ხოლო, სანტ-პეტერბურგში არსებული, დიდი ბრიტანეთის, საკონსულოს, დახურვა მოითხოვა. ევროკავშირმა კი, თავის მხრივ, თავისი ელჩი რუსეთში, ბრიუსელში კონსულტაციების მიზნით გაიხმო.