დონალდ ტრამპის ახალი სკანდალი პორნოვარსკვლავთან - "თანხა სიჩუმის სანაცვლოდ"

13:32 03-29-2018
333

აშშ-ის პრეზიდენტსა და პორნოვარსკვლავს, სტორმი დენიელსს შორის, სკანდალი გრძელდება.

საინფორმაციო საგენტო people-ს წყაროს ცნობით, მსახიობმა, ტელეარხზე CBS News-ის, გადაცემაში  60 წუთი, განაცხადა, რომ პრეზიდენტისგან, მუქარის მსხვერპლი გახდა.  

სტორმი აცხადებს, რომ ყველაფერი, 2011 წელს, ლოს-ანჟელესის, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დაიყო. როცა სტორმი და მისი ქალიშვილი, მანქანაში სხდებოდნენ, მათთან მამაკაცი მივიდა და უთხრა - ტრმპს თავი დაანებე. დაივიწყე ყველაფერი, რაც მოხდა - იხსენებს სტორმი - უცნობი მამაკაცი, ჩემი ქალიშვილისკენ დაიხარა და ჩამჩურჩულა: - რა ლამაზი გოგონა გყავს, ვწუხვარ, თუ ასეთი პატარა გოგოს, დედიკოს, საფრთხე დაემუქრება -  იხსენებს სტორმი და აცხადებს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ, ის დიდი ხნის განმავლობაში, საიდუმლოდ ინახავდა ამ ფაქტს. სწორედ ამის გამო, ტრამპის ადვოკატისაგან, 5 წლის შემდეგ, სიჩუმის სანაცვლოდ, 130 000 $ -ის შეთავაზება მიიღო.   

პორნოვარსკვლავს, ზუსტად არ ახსოვს, ვინ იყო ეს პიროვნება. მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს, ტრამპის ადვოკატი, მაიკლ კოენია. კოენის განცხადებით, დენიელსი ცრუობს, მაგრამ, ფაქტია, რომ ის, გადაცემა 60 წუთში, ინტერვიუზე, არ დათანხმდა.

შეგახსენებთ, ერთი თვის წინ, გავრცელდა განცხადება, რომ 2016 წელს, სტორმი დენიელსის ანგარიშზე, საკმაოდ დიდი თანხა დაირიცხა, რომლის სანაცვლოდ, მილიარდერთან, სექსუალური კავშირი, მსაიობს, საიდუმლოდ უნდა შეენახა. 

დენიელსის განცხადება, ტრამპის რეპუტაციის შელახვის, უკანასკნელი დარტყმა არ აღმოჩნდა.

ტელეარხის CNN-ის ეთერში, ჟურნალ Playboy- ის მოდელი, კარენ მაკდუგალი, ტრამპთან სასიყვარული კავშირის შესახებ, ვრცელ ინტერვიუს აანონსებს.

ორივე პორნოვარსკვლავი, აცხადებს, რომ ტრამპთან, ინტიმური კავშირები, 2006 წელს დაიწყო და ერთი წელი გაგრძელდა. თანხა, სიჩუმის სანაცვლოდ კი, პრეზიდენტის არჩევნებამდე, რამდენიმე თვის წინ მიიღეს.

ეს ის პერიოდია, როცა მელანია, მათ ვაჟზე, ბერონზე იყო ფეხმძიმედ. 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე