"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ პარლამენტში, თბილისის მერთან შეხვედრაზე, სადაც დედაქალაქის გენერალურ გეგმას განიხილავდნენ, ოპოზიცია არ მიუწვევიათ.
როგორც აბესაძემ "იბერიას" თოქშოუში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა, მიმდინარეობს პროცესი, რომ გენგეგმის არდამტკიცება გაამართლონ.
"სამწუხაროდ, მიმდინარეობს პროცესი, გაამართლონ გენგეგმის არდამტკიცება. დღევანდელი შეხვედრა იმის მაჩვენებელი იყო, რა დადგმული შოუების მაყურებელია თბილისის მოსახლეობა. დღეს ბატონმა კალაძემ ჩაატარა ვიწროპარტიული შეკრება, მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან , ისე რომ არ იყო მიწვეული ოპოზიცია და ამ მიწვევის მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენენ, რაც ყველაზე მთავარია, არ იყო მიწვეული ამ შეხვედრაზე გენგეგმაზე მომუშავე ადამიანები.
დღეს, ბატონმა კახი კალაძემ რომელიც არის ფეხბურთელი, ცალ კარში ითამაშა ფეხბურთი. მგონი მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როგორც ფეხბურთი, ისე პოლიტიკა, ორმხრივი თამაშია", - განაცხადა აბესაძემ.