ედ ვესტვიკის მიმართ სასამართლომ სექსუალური ძალადობის ბრალდების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

15:51 03-29-2018
379

გასული წლის ბოლოს, მსახიობი, ედ ვესტვიკი, სექუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. გახმაურებული სერიალი, ჭორიკანა-ს ვარსკვლავი, ბრალდებებს უარყოფს.

სკანდალთან დაკავშირებით, სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან, მიმდინარეობს გამოძიება.

ვადასტურებთ, რომ ედ ვესტვიკის საქმის მიმართ, ბრალდების ფაქტზე,  სამართალდამცველი ორგანოების მიერ, გამოძიება დაიყო.  ამ ეტაპზე, მიმდინარეობს, დეტალების შესწავლა. პროკურატურის ინფორმაციით, მის პირად საქმეში, ჯერჯერობით, ვერ მოიძებნა, ვერც ერთი დამადასტურებელი ფაქტი, ბრალდებულების მხრიდან - აცხადებენ, ლოს-ანჟელესის პროკურატურის წარმომადგენლები. 

დაზარალებულების შესახებ, ინფორმაცია, საზოგადოებისთვის, უკვე ცნობილია.  ვესტვიკი, სექსუალურ ძალადობაში, პირველად მსახიობმა, კრისტინა კოენმა დაადანაშაულა.

ის იხსენებს, რომ 3 წლის წინ, მეგობართან ერთად, სტუმრად იყოფებოდა, ვესტვიკთან. ედმა, მას ჯგუფური სექსი შესთავაზა, რაზეც კრისტინასგან, უარი მიიღო. მოგვიანებით კრისტინას, სასტუმრო ოთახში ჩაეძინა. კოენი ამბობს, რომ ედმა, გააღვიძა და ძალის გამოყენებით, გააუპატიურა. 

ამ ფაქტს, ედი არ ადასტურებს. ის აცხადებს, რომ კრსტის, არ იცნობს და მით უმეტეს, მის სახლში, ის არასოდეს უნახავს. მე არასოდეს და არავისთან, არ მიძალადია - ამბობს ედი.  

ამ სკანდალის შემდეგ, მსახიობი, ორელი უინიც, დაახლოებით იგივე სცენარით,  ადანაშაულებს მსახიობს, სექსუალურ ძალადობაში. 

თავს დამესხა, მე შოკში ჩავადი, ვერაფერი ვიღონე, მე ხომ პატარა და გამხდარი ვარ - აცხადებს მსახიობი. 

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე