"დროა ამ ქვეწარმავლებისთვის ცალკე სერპენტარიუმი აშენდეს..." - კიევში ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

16:44 03-29-2018
802

კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი ლობჟანიძე, იგივე "კუწუ" დააკავეს. აღნიშნულის შესახებ 28 მარტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკრაინის ეროვნული პოლიციის პირველმა მოადგილემ ვიაჩესლავ აბროცკინმა დაწერა. 

მისი თქმით, ეს არის უკვე მეოთხე კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც ბოლო პერიოდში დააკავეს.

"დროა ამ ქვეწარმავლებისთვის ცალკე სერპენტარიუმი აშენდეს. ჩვენ ვქმნით და გავაგრძელებთ პირობებს ამ სახეობების შემცირების და შემდგომ გაუჩინარებისთვის", - განაცხადა აბროცკინმა.

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე