კრისტინა ორბაკაიტე პრიმადონას ჯანმრთელობის შესახებ - ალა პუგაჩოვამ წონაში საგრძნობლად დაიკლო

17:53 03-29-2018
1601

მომღერალი, ალა პუგაჩოვა, ბოლო დროს, ბრწყინვალედ გამოიყურება. მისი ფიგურის მკვეთრმა ცვლილებამ, საზოგადოების მხრიდან, უამრავი გამოხმაურება გამოიწვია.

სავარაუდოდ, პრიმადონამ წონაში საგრძნობლად დაიკო და ამ ეტაპზე, წონის კორექციას, ინარჩუნებს. მომღერალი უკვე, თავს უფლებას აძლევს, ულტრამოდური სტილის ტანსაცმელი ატაროს.

რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთმა დიეტოლოგმა, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პუგაჩოვამ წონაში, საიდუმლო დიეტის წყალობით დაიკლო. ის ასევე ამბობს, რომ მომღერალმა, სავარაუდოდ, კუჭის მოცულობის შემცირება - ბარიატიული ქირურგიული ოპერაცია(რეზაქცია) გაიკეთა. რის გამოც, ის მუდამ უნდა აკონტროლებდეს, ჯანმრთელობის მდგომარეობას. 

მომღერალი და მისი მეუღლე, მაქსიმ გალკინი, ამ ინფორმაციას, არ ადასტურებენ. რამდენიმე დღის წინ, მისმა ქალიშვილმა, კრისტინა ორბაკაიტემ, განაცხადა, რომ ალას, არანაირი ოპერაცია არ გაუკეთებია.

დედა, ბრწყინვალედ გრძნობს თავს. რამდენიმე დღის წინ, ოჯახი, დასვენების დღეებში, ქალაქგარეთ ვიმყოფებოდით - აცხადებს მსახიობი. 

ფაქტია, რომ ორბაკაიტემ, არ გაამხილა, კუჭის მოცულობის შემცირების შესახებ, ქირურგიული ჩარევის საიდუმლო. დიეტოლოგი კი, აცხადებს, რომ პრიმადონამ, იმდენად სწრაფად დაიკლო წონაში, რომ ოპერაციის გარეშე, ეს, წარმოუდგენელია. ექიმის აზრით, მომღერალი, მუდამ უნდა აკონტროლებდეს, ჯანმრთელობის მდგომარეობას. 

მისი ქალიშვილის ინფორმაციით, მომღერალი, თავს კარგად გრძნობს და უკვე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება.

სად და როგორ შეხვდება, ოჯახი დღესასწაულს, ჯერჯერობით უცნობია. ორბაკაიტეს თქმით, პრიმადონა, ტრადიციებს არ ღალატობს და სავარაუდოდ, სიურპრიზს, ახლო მომავალში გაამხელს.   

  

ავტორი: რუსა ღვანიძე