როგორ აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილმა ივანკამ შვილის დაბადების დღე

12:57 03-30-2018
564

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილი, ივანკა ტრამპი, ინსტაგრამზე, უმცროსი ვაჟის, თეოდორეს, დაბადების დღის მისალოც პოსტს და ფოტოს აქვეყნებს.

ივანკას პატარა თეო, 2 წლის გახდა. მოსიყვარულე მშობლებმა, შვილის დაბადების დღე, მყუდრო დარემოში,  ოჯახურ წრეში აღნიშნეს.

წყვილს ასევე, 4 წლის ვაჟი, ჯოზეფ ფრედერიკი და 7 წლის ქალიშვილი, არაბელა როუზი ჰყავს. 

ოჯახის წევრები, ვაშინგტონში, საკუთარი სახლის ეზოში, თეოს, მისალოცი პლაკატებით და ესკავატორის ფორმის ტორტით, ულოცავენ დაბადების დღეს. 

ივანკას, ინსტაგრამზე, ახალშობილის ფოტოებიც გამოაქვეყნა, როცა პატარა თეო, მამას ხელისგულზე პოზირებს.  

არ მჯერა, რომ უკვე 2 წელი გავიდა, მას შემდეგ, ჩვენი ოჯახის წევრი გახდი. ყოველ წუთს და ყოველ დღე, ჩვენთვის უდიდესი ბედნიერება და სიხარული მოგაქვს. გვიყვარხარ თეო! - წერს ივანკა ფოტოზე კომენტარს.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე