შოუ-ბიზნესის ყველაზე გამორჩეული წყვილი, მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და ბეისბოლისტი, ალექს როგრიგესი, უკვე ერთი წლია, ერთად არიან. თაყვანისმცემლების ინტერესი, არა მარტო მათი ურთიერთობისკენ არის მიმართული, არამედ, ბეისბოლის მოთამაშის მხრიდან, სიურპრიზებისა და ძვირფასი საჩუქრების.
ცნობილი გახდა, რომ ალექსმა, ურთიერთობის, ერთი წლის აღსანიშნავად, ჯენიფერს, მსოფლიოში ყველაზე მაღალ საცხოვრებელ სახლში, აპარტამენტი აჩუქა.
96 სართულიან ცათამბრჯენში, საცხოვრებელი ბინა, რომელიც როდრიგესმა, მომღერალს აჩუქა, ნიუ-იორკში, პარკ ავენიუზე მდებარეობს. ბინის ღირებულება - 15 მილიონი დოლარია. სანდო წყაროს ინფორმაციით, პოპ-ვარსკვლავის საცხოვრებელ ფართში 3 საძინებელი, უზარმაზარი გარდერობის ოთახი, ბიბლიოთეკა და საკუთარი ლიფტია. ბინის საერთო ფართი - 371 კვ. მ -ია.
იხ ფოტოები: