ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებული ზაზა ბაქრაძე 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაიზიარა.
შეგახსენებთ, ზაზა ბაქრაძემ მომხდარიდან 6 წლის შემდეგ დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ გარდაცვლილ რობაქიძე იარაღი არ ჰქონდა და ის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა, კერძოდ კი საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ მიიტანა.
ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურაბ მიქაძეს წაუყენა.