მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა.
შსს-ში ბრალდებულის ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ და ის მხოლოდ ინიციალებით „ი.ქ.“ მოიხსენიეს.
„პრაიმტაიმისთვის“ კი ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია გიორგი გიორგანაშვილის მეგობარი ირაკლი ქორიძე.
ჩვენი ინფორმაციით, გიორგანაშვილს და ქორიძეს საერთი ბიზნესი ჰქონდათ და ელექტრო სიგარეტების მაღაზიის გახსნასაც აპირებდნენ, თუმცა ამ პერიოდში გიორგანაშვილი დააპატიმრეს.
შეგახსენებთ, რომ მას სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე 8 წლით თავისუფლების აღკვეტა განუსაზვრა.
ბრალდებულის სახით საქმეზე დაკავებულმა რეანომობილის მძღოლმა ჯაბა ხულორდავამ ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაკითხვისას განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალებები მას თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გიორგი გიორგანაშვილმა გადასცა, საქართველოში ტრანსპორტირების მიზნით.
საქმეზე გამოძიება ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ბრადებით გრძელდება.