"ვუთხარი, შემიძლია, ამის შესახებ გამოვაქვეყნო მეთქი..." - ირმა სოხაძე მაღალი თანამდებობის პირებისგან სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს

12:45 04-02-2018
5585

მომღერალი ირმა სოხაძე მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი იყო. ამის შესახებ მომღერალმა ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა.

სოხაძე ქალებს მოუწოდებს, არ შეშინდნენ ძალადობის მცდელობის დროს.

„რომ ვთქვა, ჩემთვის არცერთ კაცს არ შემოუხედავს სხვანაირად-მეთქი, არ დამიჯერებთ. უფრო მეტიც, ყოფილა ორი-სამი შემთხვევა, როცა პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები ცდილობდნენ ამას და ის ადამიანები დღემდე არანორმალურები მგონია. თუმცა, მე ამის არასდროს შემშინებია, ვინც უნდა, ის ყოფილიყო. არ მიფიქრია, რომ ეს იმხელა ძალადობა იყო, რომელსაც მე ვერ გავუმკლავდებოდი. ერთი ნახევრად ხუმრობით შევაშინე: ვუთხარი, შემიძლია, ამის შესახებ გამოვაქვეყნო და იმდენი ადამიანი მენდობა, ყველა დამიჯერებს, როდესაც მოვყვები თქვენი საქციელის შესახებ-მეთქი. მოდი, ქალებო, ნუ შევშინდებით და ისე ვიდგეთ, როგორც გვეკადრება“ - ამბობს ირმა სოხაძე.

ავტორი: სესე კოპალეიშვილი