"თეთრი ხმაურის მოძრაობა" ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ხვალ პრესკონფერენციას გამართავს.
ამის შესახებ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" დამფუძნებელმა ბექა წიქარიშვილმა "პრაიმტაიმს" განუცხადა.
"ხვალ გავმართავთ პრესკონფერენციას ბოლო პერიოდის მოვლენებზე. საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დამოიკუდებულებას. ფაქტია, რომ რაღაცნაირად ხელისუფლება ცდილობს, რომ უკმაყოფიელბის ტალღა ჩააცხროს, შეანელოს და მარტივად გავიდეს ფონს და შეინარჩუნოს ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის ფორმები", - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.