არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი აპირებს, სკანდალურ ბრალდებებთან დაკაშირებით განვითარებულ მოვლენებზე, წიგნი დაწეროს.
ამის შესახებ დევდარიანმა თბილისი მერიოტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ადვოკატთან ერთად წარსდგა და აღნიშნა, რომ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.
კითხვაზე, სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, როდესაც თანამდებობას სიდას ახალ ხელმძღვანელს გადააბარებს, დევდარიანმა აღნიშნა, რომ ამას საზოგადოება მალე გაიგებს.
სიდა-ს უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობამ 17 მარტს 10-მდე ქალის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. დევდარიანის მტკიცებით, ეს მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. აღსანიშნავია, რომ სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.
ზვიად დევდარიანი 16 მარტს სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის.
შედეგად, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე პრიმა მუხლით დიწყო.