ნოდარ მელაძე : - „ქართული მედიის მიერ შექმნილი პროექტების წინა პლანზე წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“ - exclusive

14:21 04-03-2018
360

ნოდარ მელაძე კოლეგებთან ერთად „რუსთვი 2“- ის ახალი მუსიკალური შოუს სანახავად „ასა ჰოლში“ მოვიდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ „მხოლოდ ქართულს“ პირველი გადაცემა გავიდა ეთერში. მის საყურებლად ერთად შეიკრიბნენ ჟიურის წევრები, წამყვანები, მთავარი რეჟისორი, ცნობილი სახეები და კონკურსანტები.

ნოდარ მელაძე:

- გამოვარჩევ პროექტს იმით, რომ არის მხოლოდ ქართული, არ ჰგავს არცერთ სხვა ანალოგიურ პროექტს. ეს არის შოუ, რომელიც შეიქმნა სპეციალურად „რუსთავი 2“-ში და არ არის სხვა, უკვე არსებული პროექტიდან გადმოქართულებული. ეს არის პროექტი, რომელიც 100 %-ით ადაფტირებულია ქართველ მაყურებელზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დრო დადგა „რუსთავი 2“-მა, როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა ტელევიზიამ, თანამედროვე ტენდენციების დამამკვიდრებელმა, დაამკვიდროს ადგილობრივი პროექტების შექმნაც. ქართული მედიის მიერ შექმნილი პროექტების წინა პლანზე წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. 

- გაამართლა შენი, როგორც მაყურებლის იმედი ამ პროექტმა? შენიშვნები თუ გაქვს?

- ჩართული ვიყავი პროექტის მსვლელობაში იმ კუთხით, რომ ვკითხულობდი ამბებს, რომელი კონკურსანტი მოგეწონათ, კონკრეტულ რეგიონში ვინ იყო გამორჩეული და შესაბამისად ინფორმაციაც მქონდა. ამის მიუხედავად დიდი იყო მოლოდინი. ვფიქრობ რომ გაამართლა. იმაზე უფრო მაგარია, ვიდრე წარმოვიდგენდი. ერთი ამოსუნთქვით უყურებ და არ გბეზრდება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ტელევიზიაში. 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი